ავტორიზაცია

ლესტერმა თვალი ვესტ ბრომვიჩის ნახევარმცველს დაადგა

ლესტერმა თვალი ვესტ ბრომვიჩის ნახევარმცველს დაადგა
თარიღი: 14 მაი 2021, 19:40

"ლესტერი" "ვესტ ბრომვიჩის" ნახევარმცველ მატეუს პერეირათი ინტერესდება, წერს Daily Express.

გავრცელებული ინფორმაციით, "მელიებმა" 25 წლის ბრაზილიელი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატონ.

2020/21 წლების სეზონში პერეირამ "ვესტ ბრომვიჩის" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, მატეუსის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენს.