ავტორიზაცია

ტოტენჰემი და ლესტერი სიმონე ინძაგით ინტერესდებიან

ტოტენჰემი და ლესტერი სიმონე ინძაგით ინტერესდებიან
თარიღი 14 მაი 2021, 19:59

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ორი ინგლისური კლუბის ინტერესი მიიპყრო.

იტალიელი სპეციალისტით "ტოტენჰემი" და "ლესტერი" ინტერესდებიან, იუწყება Calciomercato.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ინძაგის რომაულ კლუბთან ივნისში ეწურება, მხარეები კი ახალ კონტრაქტზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ინგლისურ კლუბებს ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ "დეზები" და "ლესტერი" ინძაგის მიწვევის ვარიანტს განიხილავენ.