ავტორიზაცია

ბარსელონამ ზაფხულში შესაძლოა ერთდროულად 3 თავდამსხმელი დაიმატოს — MARCA

ბარსელონამ ზაფხულში შესაძლოა ერთდროულად 3 თავდამსხმელი დაიმატოს — MARCA
თარიღი 14 მაი 2021, 22:43

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

კატალონიელთა პრიორიტეტული სამიზნე "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია, თუმცა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო კლუბისთვის მიუწვდომელია.

სწორედ ამიტომ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი "სოსიედადის" თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკია.

"ბარსა" დიდი ხანია ახალგაზრდა შვედს აკვირდება და მისი შეძენა გასული წლის თებერვალშიც შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი მარტინ ბრეიტუეიტის სასარგებლოდ გაკეთდა.

21 წლის ისაკმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, იგი "სოსიედადის" საუკეთესო ბომბარდირია. პოტენციური ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.

აღინიშნება, რომ "ბარსაში" ისაკის ტრანსფერი იმ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, თუ კლუბი სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის დაიმატებს, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, "კამპ ნოუს" ბრეიტუეიტი დატოვებს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა MARCA.

აგუერო თუ დეპაი? - კუმანისა და ბარსელონას ხელმძღვანელობის აზრები ორად იყოფა