ავტორიზაცია

ტოტენჰემს სკოტ პარკერი გაწვრთნის?

ტოტენჰემს სკოტ პარკერი გაწვრთნის?
თარიღი 14 მაი 2021, 23:05

"ფულემის" მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ პარკერმა შეიძლება სხვა ლონდონური გუნდი ჩაიბაროს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" 40 წლის ინგლისელს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

შეგახსენებთ, 20 აპრილიდან "დეზების" თავკაცის ვალდებულებებს რაიან მეისონი ასრულებს.

ცნობისთვის, პარკერი "ტოტენჰემში" ფეხბურთელის რანგში 2011 წლიდან 2013 წლამდე ასპარეზობდა.

სპეციალისტი "ფულემს" 2019 წლის თებერვლიდან უდგას სათავეში. ამ სეზონში ლონდონელები პრემიერ ლიგიდან გავარდნენ.