ავტორიზაცია

"მესისა და მარადონას შორის არჩევანი უკვე გავაკეთე", - ლამი

"მესისა და მარადონას შორის არჩევანი უკვე გავაკეთე", - ლამი
თარიღი 15 მაი 2021, 10:31

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა:

"მესი არის გამორჩეული ფეხბურთელი, ალბათ საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, თუმცა მას არგენტინის ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტული აკლია.

სწორედ ამიტომ, ლეოზე წინ ვაყენებ მარადონას, რადგან მან თავის ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების სახით საოცარი სიხარული აჩუქა.

დიეგო ნომერ პირველია, ლიონელი არის მის მახლობლად და მათ შორის სხვაობის შესახებ უკვე ვისაუბრე. ეს ფაქტი სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ ბარსას კაპიტნის მიღწევებს.

ვაღიარებ, მის წინააღმდეგ თამაშის მომენტში ზოგჯერ რეალურად მიჭირდა. სამხრეთ ამერიკელი შემტევი შეუჩერებელია", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტეს" ათიანი და "ბუნდესნაკრების" ყოფილი მარჯვენა მცველი ერთმანეთს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ.

მესი პარიზში სახლს ეძებს — უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი პსჟ-ს ინტერესს?

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების ახალ ვერსიას ასახელებენ