ავტორიზაცია

"ჩემი ფესვები საქართველოშია, მომავალს იმედიანად ვუყურებ", - მიქაუტაძე ბელგიურ პრესას

"ჩემი ფესვები საქართველოშია, მომავალს იმედიანად ვუყურებ", - მიქაუტაძე ბელგიურ პრესას
თარიღი 15 May 2021, 11:20

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ RTBF-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო მომენტებს.

გოლების გატანა

სერენი თამაშობდა შემტევ სტილში, ისე როგორც მე მიყვარს. გოლის გატანა მაქვს დნმ-ში და ამ კომპონენტზე ბავშვობიდან, მამაჩემთან ერთად ვმუშაობდი ძალიან ბევრს. რამდენი გოლი მქონდა გატანილი, 100, 150 თუ მეტი? ვერ გეტყვით, ჩემთვის მთავარი იყო უბრალოდ გატანა, ნებისმიერი ხერხით, ფეხი იქნებოდა ეს, თავი, ქუსლი თუ მუხლი.

მეტსახელი

ყველა მეძახის ჟორჟინიოს და ეს მეტსახელი ბრაზილიური ფეხბურთის სიყვარულიდან მოდის. ყველა ოგნდება, როდესაც ვამბობ, რომ რეალურად მქვია ჟორჟი, ხალხს ეს ხუმრობა ჰგონია. ჟორჟინიოს მეძახის ყველა, მეგობრები, თანაგუნდელები და მეზობლებიც.

საქართველო

ჩემი ფესვები საქართველოშია, იქ ნათესავებიც მყავს. ქართველები ვართ მხიარული ხალხი, გვიყვარს გართობა და ჭამა. უნდა ვაღიარო, რომ საჭმელი უმეტეს წილად მძიმე და ცხიმიანია. ყველას გაუხარდა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მოწვევა მივიღე.

იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ

საოცარი იყო - შვედეთთან შეხვედრაში ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა იბრაჰიმოვიჩი, ესპანეთს კი ჰყავდა რამოსი, ტიაგო და სხვები, თუმცა მე ეს მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. ზლატანი არის ფენომენალური მოთამაშე, რომელიც თავის სტილს არ ღალატობს. ის მთელი მატჩი გვეჩხუბებოდა, ალბათ ესეც გამოცდილების ნაწილია. მაისურის გაცვლა მილანის ლიდერთან არ მიცდია.

მოლოდინი

სადებიუტო შეხვედრიდან ყველაზე ძვირფასი შენი მაისურია. ის ჩემს მშობლებთანაა ლიონში. რა იქნება მომავალში? იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შევძლებთ. მოახლოებულ ევრო 2021-ზე გასვლასთან ვიყავით ახლოს, მაგრამ სამწუხაროდ, მაკედონიასთან წავაგეთ.

სანიოლი: "ის პირველი ფეხბურთელი იყო, ვისაც საქართველოში მოსვლის შემდეგ დავუკავშირდი"

შემდეგი არის მიქაუტაძე! - გავიხსენოთ რიბერი, მანე, პიანიჩი, კულიბალი და სხვები მეცში