ავტორიზაცია

ტოტენჰემი ნიუკასლის 16 წლის ნახევარმცველით ინტერესდება

ტოტენჰემი ნიუკასლის 16 წლის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 15 მაი 2021, 20:36

"ნიუკასლის" ნახევარმცველმა, ბობი კლარკმა კარიერა შეიძლება სხვა ინგლისურ კლუბში გააგრძელოს, იტყობინება Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ინგლისელისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ბობი ლი კლარკის შვილია - "ნიუკასლისა" და "ფულემის" ყოფილი ნახევარმცველის.

კლარკი ინგლისის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია და მისი ასაკის ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა.