ავტორიზაცია

ინტერი მზად არის ლუკაკუ გაყიდოს, თუმცა ასტრონომიულ თანხას ითხოვს

ინტერი მზად არის ლუკაკუ გაყიდოს, თუმცა ასტრონომიულ თანხას ითხოვს
თარიღი 15 May 2021, 20:51

"ინტერი" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება Corriere dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძურიმ" შესაძლოა ბელგიელი ფინანსური პრობლემების გამო გაყიდოს, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.

როგორც აქამდე დაიწერა, ლუკაკუსადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტი" იჩენს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფორვარდმა სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.