მოურინიოს რომაში ვულვერჰემპტონიდან რუი პატრისიოს წაყვანა უნდა
"რომა" "ვულვერჰემპტონის" გოლკიპერ რუი პატრისიოთი ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის პორტუგალიელის დამატება ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც მომავალი სეზონიდან რომაელებს უთავკაცებს.
როგორც აღინიშნება, "მგლების" მეკარე იტალიურ კლუბს დაახლოებით 8-10 მილიონი ევრო დაუჯდება.
2020/21 წლების სეზონში პატრისიომ "ვულვერჰემპტონის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, საიდანაც კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.