მოურინიოს რომაში სპორტინგის მცველის ხილვა სურს
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.
როგორც Gazzetta dello Sport იტყობინება, რომაული კლუბი ზაფხულში "სპორტინგის" მცველის, ნუნუ მენდეშის დამატებას ეცდება.
პოტენციური ტრანსფერი 7 მილიონ ევროდ ფასდება.
მიმდინარე სეზონში მენდეშმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და 3 ასისტი გააკეთა.