ავტორიზაცია

სუპერ მატჩი ტურინში — 10-კაციანმა იუვენტუსმა ჩემპიონ ინტერს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო! [VIDEO]

სუპერ მატჩი ტურინში — 10-კაციანმა იუვენტუსმა ჩემპიონ ინტერს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო! [VIDEO]
თარიღი 15 May 2021, 22:02

იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" გაჩემპიონებულ მილანის "ინტერს" უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

ანგარიში 24-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც პენალტი გააფუჭა, თუმცა დამატებაზე გაიტანა. რამდენიმე წუთში რომელუ ლუკაკუმ მოახერხა თავის გამოჩენა და წონასწორობა აღადგინა. ბელგიელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი აღმოჩნდა.

პირველი ტაიმს დამატებულ მესამე წუთზე, ტურინელები კვლავ წინ გავიდნენ - "ნერაძურის" კარი ხუან კუადრადომ აიღო.

მეორე ნახევრის სტარტზევე მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ - მსაჯმა "იუვეს" როდრიგო ბენტანკური გაუძევა.

"ინტერმა" კაცნაკლულ მეტოქესთან ანგარიშის გათანაბრება 83-ე წუთზე ჯორჯო კიელინის ავტოგოლით მოახერხა, მაგრამ 88-ე წუთზე მის კარში კიდევ ერთი პენალტი დაიდო - ნიშნულთან კუადრადო მივიდა, დარტყმა იდეალურად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 75 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს, უკვე ჩემპიონი "ინტერი" კი 88 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ვიდეომიმოხილვა