ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ — ჩელსი ლესტერთან დამარცხდა და ინგლისის თასის ტიტული დათმო [VIDEO]
"ლესტერმა" ინგლისის თასის ფინალში "ჩელსი" (1:0) დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.
მატჩი ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე "მელიების" ნახევარმცველმა, იური ტილემანსმა გაიტანა.
დაპირისპირების მიწურულს, "არისტოკრატთა" მცველმა, ბენ ჩილველმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ "ლესტერი" ინგლისის თასის ისტორიაში 44-ე კლუბი გახდა, რომელმაც ეს ტიტული დაისაკუთრა. "მელიებმა" თასის ფინალში მეხუთედ ითამაშეს, ყველა წინა შემთხვევაში გუნდმა მარცხი იწვნია.
მოგეხსენებათ, "ჩელსი" კიდევ ერთ ფინალში იასპარეზებს - ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ტომას ტუხელის შეგირდები პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" შეხვდებიან.
ვიდეომიმოხილვა