მარსელი სასუოლოს თავდამსხმელის ყიდვას გეგმავს
"სასუოლოს" თავდამსხმელი, ჟერემი ბოგა შეიძლება საფრანგეთში გადავიდეს.
Treize013-ის ინფორმაციით, კოტდ'ივუარის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის დამატებით "მარსელია" დაინტერესებული.
თავად ფეხბურთელი მზად არის იმ ქალაქის კლუბის ღირსება დაიცვას, სადაც დაიბადა.
ამ სეზონში ბოგამ ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
"სასუოლოს" შემტევს საფრანგეთში "რენის" ღირსება დაუცვია, რომლის მაისურითაც 2015/16 წლების სეზონში 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.