ავტორიზაცია

პორტუ ვესტ ჰემიდან ფელიპე ანდერსონის კონტრაქტს არ შეისყიდის

პორტუ ვესტ ჰემიდან ფელიპე ანდერსონის კონტრაქტს არ შეისყიდის
თარიღი 15 მაი 2021, 23:00

"პორტუ" "ვესტ ჰემის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის კონტრაქტს არ შეისყიდის, წერს UOL.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელმა კლუბის ხელმძღვანელობა ვერ მოხიბლა და სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში დაბრუნდება.

როგორც აღინიშნება, "ჩაქუჩები" ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდიან, რადგან ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის გეგმებში არ შედის.

2020/21 წლების სეზონში ანდერსონმა "პორტუს" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.