ქეცბაია და ქართველები კვიპროსის თასის ჩემპიონები გახდნენ!
კვიპროსის თასის ფინალში ერთმანეთს "ანორთოსისი" და "ოლიმპია ნიქოზია" დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული, უხეში იყო და ძირითადად, ტაქტიკური თამაში მიდიოდა.
ამის ფონზე, პირველ ტაიმში გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა. მეორე ნახევარში კი "ანორთოსისმა" ანგარიში გახსნა, თუმცა "ნიქოზიამ" მალევე გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
110-ე წუთზე, მატჩის გმირი გიორგი ქვილითაია გახდა, რომელმაც გაიტანა და "ანორთოსისს" თასი მოაგებინა.
გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი ძირითადში იყვნენ.