ქვილითაია გამარჯვების გოლის შემდეგ: "მათ ეს დაიმსახურეს"

კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისი" "ოლიმპია ნიქოზიას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გამარჯვების გოლის ავტორმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ეს ტიტული მოგვეგო და გულშემატკივრები ასეთი გახარებულები ყოფილიყვნენ - მათ ეს დაიმსახურეს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან გენტთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს", - განაცხადა ქვილითაიამ.