ავტორიზაცია

"იუნაიტედი სიტისთან მომავალ სეზონშიც უშანსოდ იქნება", - კინი

"იუნაიტედი სიტისთან მომავალ სეზონშიც უშანსოდ იქნება", - კინი
თარიღი 16 მაი 2021, 15:16

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა თავისი ექს-კლუბისა და "მანჩესტერ სიტის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ის ფაქტი, რომ იუნაიტედი გადის მეორე ადგილზე, სულაც არ ნიშნავს სიტისთან კონკურენციის ფაქტორს. "ქალაქელები" ჩემპიონები რამდენიმე თვით ადრე გახდნენ.

აქედან გამომდინარე, პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში საჩემპიონო ინტრიგა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა.

"წითელი ეშმაკების" შემადგენლობას, რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, ეს გუნდი თავისი მეზობლისთვის კონკურენტი ვერც მომავალ წელს იქნება".

შეგახსენებთ, რომ "მანკუნიანელებმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უკვე გაინაღდეს, ეპლ-ის დასრულებამდე კი ორი ტური რჩება.

მოლაპარაკებები დაწყებულია, მანჩესტერ იუნაიტედი ვარანს უმიზნებს

"ეს ტრანსფერი იუნაიტედისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - როი კინი