ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსი კვლავ მეხუთეა - ნაპოლიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

თარიღი 16 მაი 2021, 16:41

სერია ა-ს 37-ე ტურის ფარგლებში "ნაპოლი" ესტუმრა ფლორენციის "ფიორენტინას" და მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

"იების" კარები აიღეს ლორენცო ინსინიემ და ლორენცო ვენუტიმ. აღსანიშნავია, ისიც რომ "ლურჯების" იტალიელმა კაპიტანმა 11-მეტრიანი გააფუჭა.

"აძურის" დაუგროვდა 76 ქულა, რაც ნიშნავს იმას, რომ "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" 75-75 ქულით კვლავ ამ გუნდის უკან არიან.

დღეს, "როსონერი" საკუთარ კედლებში იღებს "კალიარის" და გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება.

სუპერ მატჩი ტურინში — 10-კაციანმა იუვენტუსმა ჩემპიონ ინტერს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო!

ნაპოლის ფეხბურთელებს გატუზოს დარჩენა სურთ