ავტორიზაცია

ბათუმელების და საბურთალოს სკანდალური მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

თარიღი 16 მაი 2021, 20:14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ეგიდით, ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1.

ანგარიში მე-6 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, რომელსაც არარსებული გოლი ჩაუთვალეს, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს - თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა.

56-ე წუთზე, ვლადიმერ მამუჩაშვილმა "საბურთალოს" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ბათუმელები კვლავ წინ გაიყვანა, 73-ე წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

საბოლოო შედეგი გიული მანჯგალაძემ დააფიქსირა, რომელმაც თბილისელთა კარი 78-ე წუთზე აიღო.

საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დინამო" 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "საბურთალო" კი 21 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მორიგი კატასტროფული შეცდომა: ასეთი გოლი ჩაუთვალეს დინამო ბათუმს