ავტორიზაცია

რომა ნიუკასლის თავდამსხმელით ინტერესდება

რომა ნიუკასლის თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 16 მაი 2021, 22:01

"რომა" "ნიუკასლის" თავდამსხმელ ალან სენ-მაქსიმენით ინტერესდება, იტყობინება Football Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები მიიჩნევენ, რომ 24 წლის ფრანგი გუნდს გააძლიერებს.

მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "მგლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო იმუშავებს.

2020/21 წლების სეზონში სენ-მაქსიმენმა "კაჭკაჭების" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ნიუკასლის" შემტევის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.