ავტორიზაცია

ჯეკო შეიძლება მონაკოს ფეხბურთელი გახდეს

ჯეკო შეიძლება მონაკოს ფეხბურთელი გახდეს
თარიღი 16 მაი 2021, 22:21

"რომას" თავდამსხმელი, ედინ ჯეკო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.

35 წლის ბოსნიელით "მონაკოა" დაინტერესებული, კონკრეტულად კი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, წერს France Football.

როგორც აღინიშნება, "რომა" მზად არის ჯეკო 15 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა სერია ა-ში 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

ჯეკო "რომას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მოქმედი კონტრაქტის ვადა მას მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.