ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს გატუზო ფიორენტინაში ხელფასის სახით

ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს გატუზო ფიორენტინაში ხელფასის სახით
თარიღი 16 მაი 2021, 22:24

"ფიორენტინაში" დარწმუნებულები არიან, რომ ჯენარო გატუზოს შეუთანხმდებიან, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატია.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ფლორენციელები "ნაპოლის" ამჟამინდელ თავკაცს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 2 მილიონ ევროიანი ხელფასით.

ამ დროისთვის, "ფიორენტინა" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.