ავტორიზაცია

ევერტონმა კულიბალის გამო შეიძლება ჰოლგეიტი გაყიდოს

ევერტონმა კულიბალის გამო შეიძლება ჰოლგეიტი გაყიდოს
თარიღი 16 მაი 2021, 23:07

"ნაპოლის" მცველმა, კალიდუ კულიბალიმ კარიერა შეიძლება "ევერტონში" გააგრძელოს, იტყობინება Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, "კანფეტებმა" შეიძლება მცველი, მეისონ ჰოლგეიტი გაყიდონ, რათა 29 წლის სენეგალელის შესაძენად თანხა მიიღოს.

მოგეხსენებათ, კულიბალის ლივერპულელთა ამჟამინდელი თავკაცი, კარლო ანჩელოტი "ნაპოლიში" წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ნეაპოლელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.