ავტორიზაცია

დეპაი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის

დეპაი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის
თარიღი 16 მაი 2021, 23:19

"ბარსელონა" "ლიონის" თავდამსხმელს მემფის დეპაის შეუთანხმდა.

როგორც L'Equipe იტყობინება, მხარეებს ბოლო დეტალებიღა აქვთ მოსაგვარებელი.

27 წლის ჰოლანდიელი მზად არის ფინანსური მოთხოვნები შეამციროს, თუ "ბარსას" თავკაცის პოსტზე რონალდ კუმანი დარჩება, ვისთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.

მემფისს "ლიონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულმა კლუბმა იგი დარჩენაზე ვერ დაითანხმა.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.