ავტორიზაცია

ლესტერს ორ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

ლესტერს ორ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა
თარიღი 16 მაი 2021, 23:27

"ლესტერი" გუნდის ორ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მცველ ჩაგლარ სეიუნჯიუსთან და ნახევარმცველ იური ტილემანსთან თანამშრომლობის 2025 წლამდე გაგრძელებაზე მუშაობს.

მოგეხსენებათ, ტილემანსმა ინგლისის თასის ფინალში "ჩელსის" (1:0) გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

36 ტურის შემდეგ, "ლესტერი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.