ნაპოლი ვილიარეალის მცველს უმიზნებს
"ნაპოლი" "ვილიარეალის" მცველ პაუ ტორესით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები 24 წლის ესპანელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავენ.
როგორც აღინიშნება, ესპანური კლუბი მზად არის თავისი ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ გაუშვას.
2020/21 წლების სეზონში ტორესმა "ვილიარეალის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.