ავტორიზაცია

ნაპოლი ვილიარეალის მცველს უმიზნებს

ნაპოლი ვილიარეალის მცველს უმიზნებს
თარიღი 16 მაი 2021, 23:38

"ნაპოლი" "ვილიარეალის" მცველ პაუ ტორესით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები 24 წლის ესპანელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავენ.

როგორც აღინიშნება, ესპანური კლუბი მზად არის თავისი ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ გაუშვას.

2020/21 წლების სეზონში ტორესმა "ვილიარეალის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.