ავტორიზაცია

რეალი და ბარსელონა სევილიას გოლკიპერით დაინტერესდნენ

რეალი და ბარსელონა სევილიას გოლკიპერით დაინტერესდნენ
თარიღი 16 მაი 2021, 23:41

"რეალი" და "ბარსელონა" "სევილიას" გოლიპერ ალფონსო პასტორით ინტერესდებიან, იუწყება AS.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბს სურს 20 წლის ესპანელის დამატება, რომელსაც ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა კიპერს "ატლეტიკოც" აკვირდება.

2020/21 წლების სეზონში პასტორმა "სევილიას" პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ანდალუსიელთა კარის დარაჯის სატრანსფერო ფასი 250 ათას ევროს შეადგენს.