ავტორიზაცია

"ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის გვერდით ვთამაშობ", - პოგბა

"ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის გვერდით ვთამაშობ", - პოგბა
თარიღი 17 მაი 2021, 13:28

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ დაასახელა თანაგუნდელი, რომელიც მისი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საყვარელი მოთამაშეა:

"მოხარული ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრებში ვთამაშობ კანტეს გვერდით, რადგან ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საყვარელი მოთამაშეა.

შეუძელებელია ნ'გოლოს არ შეყვარება ან მისი სიძულვილი, ის უბრალოდ მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილი ადამიანია.

ჩელსის საყრდენი ნახევარმცველი არასდროს დაგანახებს აგრესიას და უკმაყოფილებას, ის მუდამ იღიმის", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი "მამლების" შუახაზში წამყვან როლს სწორედ კანტე და პოგბა თამაშობდნენ.

მოლაპარაკებები დაწყებულია, მანჩესტერ იუნაიტედი ვარანს უმიზნებს

ჩელსი მზად არის კანტეს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს