ჩალჰანოღლუ: "მილანში ჩემი მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დამოკიდებული არ არის"
"მილანის" ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მინდა, თუმცა ჩემი მომავალი ამაზე დამოკიდებული არ არის. "მილანში" თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ".
"სეზონის ბოლოს მე, პაოლო მალდინი და რიკი მასარა მაგიდას მივუსხდებით, რათა ჩემი მომავალი განვიხილოთ", - ციტირებს თურქი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sport Italia.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ჩალჰანოღლუმ "როსონერის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.