ავტორიზაცია

ალბა: "მესიმ კამპ ნოუზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა? იმედი მაქვს, არა"

ალბა: "მესიმ კამპ ნოუზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა? იმედი მაქვს, არა"
თარიღი 17 მაი 2021, 20:46

"ბარსელონას" მცველმა, ხორდი ალბამ ლა ლიგის 37-ე ტურში "სელტასთან" (1:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"პირველმა ტაიმმა კარგად ჩაიარა, ჩვენს კართან მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. შევიშალეთ. საწყენია, რომ ოთხი მატჩი ვერ მოვიგეთ. დამნაშავეები ჩვენ ვართ".

"მესიმ "კამპ ნოუზე" უკანასკნელი მატჩი ჩაატარა? იმედი მაქვს, არა", - ციტირებს ალბას სიტყვებს AS.

33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.