ავტორიზაცია

მონაკომ თვალი ვალენსიას მცველს დაადგა

მონაკომ თვალი ვალენსიას მცველს დაადგა
თარიღი 17 მაი 2021, 21:23

"ვალენსიას" მცველი, მუქტარ დიაკაბი შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

24 წლის ფეხბურთელის დამატება "მონაკოს" სურს, იტყობინება Superdeporte.

დიაკაბის, რომელიც "ლიონის" აღზრდილია, "ღამურებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ვალენსიას" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.