ავტორიზაცია

იუვენტუსი პირლოს შემცვლელად გატუზოს ვარიანტსაც განიხილავს

იუვენტუსი პირლოს შემცვლელად გატუზოს ვარიანტსაც განიხილავს
თარიღი 17 მაი 2021, 21:27

"იუვენტუსი" ზაფხულში ანდრეა პირლოს გათავისუფლებას და ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნას აპირებს.

"ბებერი ქალბატონის" გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატი "ნაპოლის" თავკაცი, ჯენარო გატუზოა, წერს Tuttosport.

თუმცა, როგორც აღინიშნება, 43 წლის სპეციალისტი "ფიორენტინას" ჩაბარებასთან არის ახლოს. 16 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენციულ კლუბს იგი პრაქტიკულად შეუთანხმდა. კონტრაქტი ორ წელიწადზე იქნება გათვლილი, წლიური ხელფასი კი 2 მილიონი ევრო იქნება.

"ნაპოლიმდე" გატუზო წელიწადნახევრის განმავლობაში "მილანს" წვრთნიდა. იქამდე კი, შვეიცარიული "სიონი", "პალერმო", "ოფი" და "პიზა" გაუწვრთნია.