ავტორიზაცია

აინტრახტმა ვალენსიას ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

აინტრახტმა ვალენსიას ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 17 მაი 2021, 21:33

"ვალენსიას" ახალგაზრდული გუნდის გარემარბი, ფაბიო ბლანკო კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს.

ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

17 წლის ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი ორ წელიწადზეა გათვლილი. იგი ფრანკფურტელებს უფასოდ შეუერთდება, რადგან ზაფხულში "ღამურებთან" კონტრაქტის ვადა ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ბლანკოს პროფესიონალურ დონეზე დებიუტი ჯერ არ ჰქონია და "ვალენსიას" ახალგაზრდული გუნდების რიგებში ასპარეზობს.