ავტორიზაცია

ოფიციალურად: დრაქსლერის მომავალი გაირკვა

ოფიციალურად: დრაქსლერის მომავალი გაირკვა
თარიღი 17 მაი 2021, 22:08

"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.

როგორც იწერებოდა, 27 წლის გერმანელი ფრანგულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდოდა.

დრაქსლერი პარიზელთა ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს.

2020/21 წლების სეზონში გერმანელმა "პსჟ"-ს მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.