ვლაჰოვიჩის აგენტი ფიორენტინასთან მოლაპარაკებების გასამართად ფლორენციაში ჩავიდა
"ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის აგენტი, დარკო რისტიჩი ფლორენციაში ჩავიდა, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, რისტიჩი "იების" ხელმძღვანელობასთან 21 წლის სერბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.
როგორც აღინიშნება, კლუბი მზად არის ფეხბურთელთან თანამშრომლობა 2025 წლამდე გააგრძელოს, წლიურად 3 მილიონ ევროიანი ხელფასით.
"ფიორენტინას" პრეზიდენტი, როკო კომისო ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტის ჩადებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა სერია ა-ში 36 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.