ავტორიზაცია

მანჩესტერული გრანდები სპორტინგის ახალგაზრდა მცველისთვის იბრძოლებენ

მანჩესტერული გრანდები სპორტინგის ახალგაზრდა მცველისთვის იბრძოლებენ
თარიღი 18 მაი 2021, 15:40

"სპორტინგის" მცველმა, ნუნუ მენდეშმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Sky Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის პორტუგალიელისთვის "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვან.

როგორც აღინიშნება, ინგლისური კლუბები მზად არიან ფეხბურთელში დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში მენდეშმა "სპორტინგის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა. ლისაბონელებთან ერთად იგი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.