ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი და ევერტონი ტრიპიერით ინტერესდებიან

მანჩესტერ იუნაიტედი და ევერტონი ტრიპიერით ინტერესდებიან
თარიღი 18 მაი 2021, 15:43

"ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს, იტყობინება Athletic.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" ინტერესდებიან.

მოგეხსენებათ, ტრიპიერი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და 2015 წლიდან 2019 წლამდე "ტოტენჰემში" ირიცხებოდა.

მიმდინარე სეზონში ტრიპიერმა "ატლეტიკოს" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.