ავტორიზაცია

დეპაი ბარსელონასთან კონტრაქტს ევრო 2020-ის დაწყების წინ გააფორმებს

დეპაი ბარსელონასთან კონტრაქტს ევრო 2020-ის დაწყების წინ გააფორმებს
თარიღი 18 მაი 2021, 17:09

"ლიონის" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ჰოლანდიელი კატალონიურ კლუბში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

როგორც აღინიშნება, "ლიონმა" გუნდის ლიდერი დარჩენაზე ვერ დაითანხმა.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ 44 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.