დუგლას კოშტა გრემიოში დაბრუნებასთან ახლოს არის
"გრემიოში" დაადასტურეს, რომ შემტევი ნახევარმცველი, დუგლას კოშტა კლუბში ბრუნდება.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "იუვენტუსმა" ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების ნება დაგვრთო. ველოდებით დოკუმენტებს, რომლებსაც სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩამოიტანენ".
"საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რათა ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დავარეგისტრიროთ", - თქვა "გრემიოს" ვიცე-პრეზიდენტმა, მარკოს ჰერმანმა.
30 წლის ფეხბურთელს ტურინულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ცნობისთვის, ეს სეზონი დუგლას კოშტამ იჯარით "ბაიერნში" გაატარა. "გრემიოს" პირველ გუნდში იგი 2008 წლიდან 2009 წლამდე ირიცხებოდა.