ავტორიზაცია

გუედეში შეიძლება ვალენსიადან სევილიაში გადავიდეს

გუედეში შეიძლება ვალენსიადან სევილიაში გადავიდეს
თარიღი 18 მაი 2021, 17:39

"სევილია" "ვალენსიას" ნახევარმცველ გონსალო გუედეშით ინტერესდება, იუწყება Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები "ღამურებს" უკვე დაუკავშირდნენ, რათა პორტუგალიელის ფასი გაეგოთ.

როგორც აღინიშნება, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა გუედეშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

25 წლის პორტუგალიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში მან ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.