ავტორიზაცია

ბარსელონამ პედრი შვეულებაში ნაადრევად გაუშვა

ბარსელონამ პედრი შვეულებაში ნაადრევად გაუშვა
თარიღი 18 მაი 2021, 17:46

"ბარსელონამ" ნახევარმცველი, პედრი შვეულებაში ნაადრევად გაუშვა, იუწყება AS.

18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, რომელიც "ბლაუგრანას" რიგებში მისთვის სადებიუტო გამოდგა, საერთო ჯამში 52 მატჩი ჩაატარა.

თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ორგანიზმის ასეთი სერიოზული დატვირთვა "ბარსას" სამედიცინო პერსონალისა და სამწვრთნელო შტაბის შეშფოთების მიზეზი გახდა.

ამიტომაც, კლუბში გადაწყვეტილება მიიღეს - პედრი შვეულებაში ვადაზე ადრე გავიდა.