ჰოჯსონი კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "არწივების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ინგლისელი სპეციალისტი 9 აგვისტოს 74 წლის ხდება. მოქმედი კონტრაქტის ვადა "პალასთან" მას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ჰოჯსონის ხელმძღვანელობით "კრისტალ პალასი" პრემიერ ლიგაში 36 ტურის შემდეგ მოპოვებული 44 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.