ავტორიზაცია

VIDEO: შანსი ლივერპულისთვის - ჩელსიმ ლესტერი დაამარცხა

თარიღი 19 მაი 2021, 01:16

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის "ჩელსიმ" მიიღო "ლესტერ სიტიმ" და მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის დაწყებამდე ოთხეულისთვის ბრძოლის სცენარი იყო ასეთი - "ლესტერი" 66 ქულა, "ჩელსი" 64 ქულა, "ლივერპული" 63 ქულა.

"არისტოკრატებმა" დაამარცხეს "მელიები", რითაც მოაგროვეს 67 ქულა და გადაინაცვლეს მესამე ადგილზე. აქვე დავამატებთ, რომ მერსისაიდელებს თავისი მატჩი წინ აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ "წითლები" ხვალ გაიმარჯვებენ, ისინი გაუთანაბრდბებიან "ლესტერს" და გადამწყვეტი კრიტერიუმი ბურთების შეფარდება იქნება.