"შევხვდით, ხანგრძლივი საუბარი გვქონდა", - დეშამმა განმარტა, თუ რატომ დააბრუნა ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მივიდა "რეალის" ფორვარდ კარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილებამდე.
"ერთმანეთს შევხვდით, ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ამის შემდეგ ძალიან კარგად დავფიქრდი და ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. ორივეს გვჭირდებოდა ეს საუბარი. არ მინდა, რომ განსაკუთრებული შემთხვევა იყოს. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ყოველთვის ფართოდ ვიხედები, პირად სიტუაციასთან შედარებით. ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჩემზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Get French Football News.
"ჟირუს ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? არანაირად. კონკურენცია ყოველთვის არსებობს. სამი წლის მანძილზე ერთად იყვნენ. კარგია თუ არა ეს იდეა? ამას ევროპის ჩემპიონატის ბოლოს გავიგებთ. ბენზემასთან საუბრის დეტალებს არ განვიხილავ. რაც შეეხება გუნდში ჰარმონიას, ჩემი გადაწყვეტილებები ჩემი პასუხია. სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, სხვანაირად მოვიქცეოდი", - დასძინა დეშამმა.
33 წლის ბენზემა 2015 წელს საფრანგეთის ნაკრებიდან მატიე ვალბუენას შანტაჟთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოკვეთეს და ამ დროის განმავლობაში ეროვნული გუნდის კარი მისთვის დახურული იყო. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კარიმი ევრო 2020-ისთვის ნაკრების განაცხადში მოხვდა.
ოფიციალურად: ბენზემა ნაკრებშია, საფრანგეთის 26-კაციანი არმია ევრო 2021-ისთვის დაირაზმა!