ავტორიზაცია

"ჩემთვის დიდი პატივი იყო გვერდითა ხაზის ასეთ ლეგენდასთან გაზიარება", - მოურინიო

"ჩემთვის დიდი პატივი იყო გვერდითა ხაზის ასეთ ლეგენდასთან გაზიარება", - მოურინიო
თარიღი 19 მაი 2021, 11:41

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო სოციალური ქსელის მეშვეობით "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

"ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო გვერდითა ხაზის ისეთ ლეგენდასთან გაზიარება, როგორიც მისტერ როი ჰოჯსონია. გილოცავთ ბრწყინვალე კარიერას, ნამდვილო ჯენტლმენო, რომელიც ფეხბურთში ყველას დააკლდება", - წერს პორტუგალიელი სპეციალისტი.

როი ჰოჯსონს 9 აგვისტოს 74 წელი უსრულდება. "არწივებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას სეზონის ბოლოს ეწურება. ჰოჯსონი "პალასს" 2017 წლის სექტემბრიდან უდგას სათავეში.

"კრისტალ პალასი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 36 მატჩში მოპოვებული 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

კარიერის მანძილზე ჰოჯსონს ისეთი გუნდები გაუწვრთნია, როგორებიც "ინტერი" და "ლივერპულია", აგრეთვე ინგლისის ნაკრების თავკაცადაც მუშაობდა.

"თანამედროვე ჯარით ვერც კეისარი ივარგებდა", - ბეილის აგენტმა მოურინიოს წაკბინა