ავტორიზაცია

უოლკოტი საუთჰემპტონს კონტრაქტზე შეუთანხმდა

უოლკოტი საუთჰემპტონს კონტრაქტზე შეუთანხმდა
თარიღი 19 მაი 2021, 12:36

"საუთჰემპტონის" თავდამსხმელი, ტეო უოლკოტი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩება.

როგორც აღინიშნება, მხარეები 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

32 წლის ინგლისელი "წმინდანების" ღირსებას ამჟამად იჯარით იცავს. თუმცა, "ევერტონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ასე და ამგვარად, უოლკოტი "საუთჰემპტონის" სრულფასოვანი წევრი თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდება.

2020/21 წლების სეზონში გამოცდილმა შემტევმა "სოტონის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.