ავტორიზაცია

ლევერკუზენს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ლევერკუზენს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თარიღი 19 მაი 2021, 16:02

"ლევერკუზენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ასე და ამგვარად, კლუბმა ხერარდო სეოანეს გაუფორმა კონტრაქტი, რომელიც 2018 წლიდან "იანგ ბოიზს" წვრთნიდა.

42 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა "ფარმაცევტებთან" 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

სეოანემ "იანგ ბოიზს" ზედიზედ სამჯერ მოაგებინა შვეიცარიის ჩემპიონატი. სპეციალისტი "ლევერკუზენში" მუშაობას მომავალი სეზონიდან დაიწყებს.