ავტორიზაცია

როდის და რომელ გუნდში ვიხილავთ წიტაიშვილს მოედანზე ახალი სეზონისთვის?

როდის და რომელ გუნდში ვიხილავთ წიტაიშვილს მოედანზე ახალი სეზონისთვის?
თარიღი 19 May 2021, 22:20

კიევის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა შემტევი, გიორგი წიტაიშვილი თავის გუნდს სრულფასოვნად შეუერთდა.

უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანი წინასასეზონო შეკრებას დაიწყებს 22 ივნისს და იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ვინგერი იქნება მწყობრში, ის მთავარ გუნდთან ერთად გაემგზავრება.

უკრაინული პრესა "თეთრ-ლურჯების" გარემარბის დარჩენის შანსებს აფასებს საკმაოდ მაღალი ქულით - თუ ის მოასწრებს ფორმის აღდგენას, იჯარა გამოირიცხება.

ყველაფერი დამოკიდებულია 20-წლის ფლანგელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მონდომებაზე. მირჩა ლუჩესკუზე ეფექტის მოსახდენად წიტაიშვილს მთელი ზაფხული ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ არ არის ცნობილი, თუ რომელ ეროვნულ ნაკრებს აირჩევს გიორგი, უკრაინას თუ მისთვის მშობლიურ "ჯვაროსნებს".

აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო მთელი წლის განმავლობაში, თუმცა "დინამოს" შემტევის მძიმე ტრავმის შემდეგ, მოქალაქეობის საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია.

წიტაიშვილი თავისი ტრავმის სიმძიმეზე: "ფეხში ხრახნი უნდა ჩამისვან"

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთსა და ჰოლანდიასთან მატჩებისთვის ცნობილია