ავტორიზაცია

რატომ დასაჯეს სამტრედია ცარიელი ტრიბუნებითა და ფულადი ჯარიმით?

რატომ დასაჯეს სამტრედია ცარიელი ტრიბუნებითა და ფულადი ჯარიმით?
თარიღი 20 მაი 2021, 00:43

"სამტრედია" ფეხბურთის ფედერაციამ მკაცრად დასაჯა - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ს.კ. "სამტრედიას" დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ეროვნული ლიგის მომდევნო 3 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს." - წერია განცხადებაში.

ამ დასჯის მიზეზი კი ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მომხდარი ინციდენტია.

"დინამო ბათუმთან" წაგებულ მატჩში "სამტრედიას" გულშემატკივრები მსაჯს შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა სახის ნივთებს ესროდნენ.

მატჩის შესვენებაზე კი არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფითაც დაემუქრნენ, თუმცა სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

 

დინამო ბათუმმა 10-კაციან სამტრედიას მარტივად მოუგო

უხვგოლიანი ფრე სამტრედიაში: შუქურამ თამაში გადაარჩინა